ამ წუთებში საკონსტიტუციო სასამართლოში განმწესრიგებელი სხდომა მიმდინარეობს - რომელზეც სახალხო დამცველის სარჩელი განიხილება. სარჩელი ქუჩაში იძულებითი ნარკოშემოწმების წესს ეხება. მასში ნათქვამია, რომ დაუსაბუთებელი ეჭვის გარეშე პირის ნარკოლოგიურ შემოწმებაზე გადაყვანა ზღუდავს მის თავისუფლებას და ირღვევა კონსტიტუციის მე-18 მუხლი. სახალხო დამცველის წარმომადგენელის თქმით, იძულებითი ნარკოლოგიური შემოწმების წესი აუცილებლად უნდა შეიცვალოს. სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია განიხილავს.