44 წლის შემდეგ ეშლი ბარტიმ ავსტრალიის ღია პირველობის თასი სამშობლოში დატოვა

29 იანვარი 2022, 14:55 827 ნახვა

მსოფლიოს ქალთა რეიტინგის პირველი ჩოგანი ეშლი ბარტი ავსტრალიის ღია პირველობის გამარჯვებულია.

44-წლიანი პაუზის შემდეგ ავსტრალიის ღია პირველობის ქალთა თასი ავსტრალელმა მოიგო.

ფინალში 25 წლის ეშლი ბარტი მსოფლიო 30-ე ჩოგან ამერიკელ დანიელ კოლინზს დაუპირისპირდა და ორ სეტში ანგარიშით 6:3, 7-6 დაამარცხა. შეხვედრა საათსა და 29 წუთს გაგრძლედა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში