ველოგადაადგილების გენერალური გეგმა - სამუშაო შეხვედრა

27 იანვარი 2022, 11:59 1075 ნახვა

ბათუმში ველოგადაადგილების გენერალური გეგმა კვლავ მომზადების პროცესშია. პარალელურად მუშავდება ფეხით გადაადგილების კონცეფცია და სახელმძღვანელო სახელწოდებით „უსაფრთხო გზა სკოლამდე“.

პროგრამებზე, რომელსაც ბათუმის მერია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან ერთად ამზადეს დღეს მერიაში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს, რომელსაც „მდგრადი ურბანული მობილობა სამხრეთ კავკასიაში“ პროგრამის ხელმძღვანელიც ესწრებოდა. 

მერის ინფორმაციით,  ქალაქში  საპარკინგე პოტენციალსაც იკვლევენ.   არჩილ ჩიქოვანის თქმით,  გეგმის სამუშაო ვერსია უკვე მზადაა.

პროექტები, რომელზეც დღეს გამართულ სამუშაო შხვედრაზე იმსჯელეს -  რეგიონულ პროგრამასთან ”მდგრადი ურბანული მობილობა სამხრეთ კავკასიაში”  თანამშრომლობით ხორციელდება და მას გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტრო აფინანსებს. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი