ბათუმის "დინამომ" ელგუჯა ლობჯანიძე დაიმატა

26 იანვარი 2022, 19:04 1133 ნახვა

ბათუმის "დინამო" ახალი სეზონისთვის შემადგენლობის გაძლიერებას განაგრძობს. გუნდში 29 წლის ფორვარდი ელგუჯა ლობჯანიძე მოვიდა.

ფეხბურთელი ბოლოს ყაზახეთის ჩემპიონატში "ტობოლის" შემადგენლობაში გადიოდა.

29 წლის ფორვარდისთვის ბათუმის "დინამო" ნაცნობი გუნდია. ის ბათუმელებთან ერთად 2016/17 წლების სეზონში თამაშობდა.

სხვადასხვა დროს ლობჟანიძე ასევე "ვით ჯორჯიას" , "შუქურას" , "რუსთავის" , რუსული "ორენბურგის" , ყაზახური "თარეზის" და "კაისერის" ღირსებას იცავდა.

ელგუჯა ლობჯანიძეს საქართველოს ნაკრებში 10 შეხვედრა აქვს ჩატარებული.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში