გონიოში მცხოვრები ოჯახი დახმარებას ითხოვს

24 იანვარი 2022, 11:46 978 ნახვა

გონიოში მცხოვრები  კაკაბაძეების ოჯახი დახმარებას ითხოვს. მათი ინფორმაციით, უამინდობის დროს სახლში წვიმის წყალი ჩადის, დაზიანდა  ელექტროგაყვანილობა, საოჯახო ავეჯი და ტექნიკა.

სახურავის გარეშე სახლში ორი ოჯახი ცხოვრობს და თვითმმართველობას დახმარებას სთხოვენ. მათი ინფორმაციით, არაერთი განცხადება  დაწერეს, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ აქვთ. 

ითვალისწინებს თუ არა მუნიციპალური პროგრამა მსგავს დახმარებას, მერიის პოზიციას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში