„ბათუმში უხვი ნალექის შედეგად დაზიანებული საგზაო ინფრასტრუქტურის შეკეთებას უამინდობა აფერხებს“ - ინფორმაციას ამის შესახებ ბათუმში მერია ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, თოვლის შედეგად დაზიანებული ქვაფენილიანი ქუჩების, ტროტუარების, მრავალსართულიან კორპუსებზე სახურავების, წყალსაწრეტი მილებისა და წყალშემკრები ღარების აღდგენითი სამუშაოები ამინდის გამოსვლისთანავე განახლდება.