„ომიკრონმა“ კორონავირუსის პანდემია ახალ ფაზაში გადაიყვანა და ევროპაში შესაძლოა, პანდემია დაასრულოს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიუროს ხელმძღვანელმა, ჰანს კლუგემ განაცხადა.
მისივე თქმით, დაინფიცირების მაჩვენებლის ამჟამინდელი ტემპი, გლობალური იმუნიტეტის წყალობით შემცირდება.
„ველოდებით, რომ იქნება სიმშვიდის პერიოდი. „კოვიდ-19“ წლის ბოლომდე შესაძლოა, დაბრუნდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პანდემია აუცილებლად დაბრუნდება“, – აღნიშნა ჰანს კლუგემ.