ვითარება მაღალმთიანეთში

22 იანვარი 2022, 18:15 1130 ნახვა

მაღალმთიან აჭარაში გრძელდება გზების  გაწმენდითი  სამუშაოები. ხულოში უკვე დასრულდა თემებთან დამაკავშირებელი გზების გაწმენდა, ახლა კი შიდა საუბნო გზებს წმენდენ.

რაც შეეხება შუახევს- აქ პარალელურ რეჟიმში ხდება როგორც ცენტრებამდე მისასვლელი ტერიტორიის მოწესრიგება, ასევე შიდა სასოფლო გზების.  ამ დროისთვის სოფლებში სტრატეგიულ ობიექტებამდე მისასვლელი ტერიტორიები თოვლის საფარისგან გაწმენდილია. ცენტრალურ მაგისტრალზე  კი მხოლოდ მაღალი გამავლობის ტრანსპორტისთვის არის გადაადგილება შესაძლებელი.  გზების გაწმენდა გრძელდება ქედაშიც. მუნიციპალიტეტებში ელექტრომომარაგების პრობლემა არ ფიქსირდება.

რა შეეხება ზვავსაშიშ  ზონაში  სოფელ ქვედა აგარაში მცხოვრებლების მდგომარეობას - როლანდ ბერიძე აცხადებს, რომ გზები უახლოეს დროში გაიწმინდება, ხოლო ოჯახებმა, რომლებიც ავარიულ სახლში ცხოვრობენ, მუნიციპალიტეტის  მერიას წერილობით უნდა მიმართონ, რის შემდეგაც თვითმმართველობა მათ ქირით გაიყვანს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი