მაღალმთიანეთში გზის გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება

22 იანვარი 2022, 15:10 460 ნახვა

მაღალმთიან აჭარაში უკვე მეორე დღეა აღარ თოვს. ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება გზების  გაწმენდითი  სამუშაოები. ხულოში უკვე დასრულდა თემებთან დამაკავშირებელი გზების გაწმენდა, ახლა კი შიდა საუბნო გზებს წმენდენ.

რაც შეეხება შუახევს- აქ პარალელურ რეჟიმში ხდება როგორც ცენტრებამდე მისასვლელი ტერიტორიის მოწესრიგება, ასევე შიდა სასოფლო გზების. ამ დროისთვის სოფლებში სტრატეგიულ ობიექტებამდე მისასვლელი ტერიტორიები თოვლის საფარისგან გაწმენდილია. ცენტრალურ მაგისტრალზე  კი მხოლოდ მაღალი გამავლობის ტრანსპორტისთვის არის გადაადგილება შესაძლებელი. ელექტროენერგიასთან დაკავშირებული შეზღუდვები არ არის.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში