მძიმე ეპიდვითარება - კორონავირუსის 8 728 ახალი შემთხვევა 

19 იანვარი 2022, 14:21 775 ნახვა

კორონავირუსის ახალი შემთხვევების ყოველდღიური რეკორდული მაჩვენებელი  საქართველოში. კიდევ 8 ათას 728 ადამიანს  დაუდასტურდა კოვიდ 19 ქვეყანაში. ინფიცირებულთა რიცხვი არც აჭარაში იკლებს.  რეგიონში 1 184 ადამიანი შეემატა კიდევ კოვიდინფიცირებულთა სტატისტიკას. თბილისის შემდეგ ყველაზე მეტი შემთხვევა სწორედ აჭარაშია.  

კოვიდ 19 ის დიაგნოსტირების ცენტრებთან ისევ რიგებია, ყველა მეორეს კოვიდ ინფექცია უდასტურდება. გაზრდილია ცხელების ცენტრების დატვირთვაც.

ეპიდემიოლოგები არსებული ვითარების კიდევ უფრო დამძიმებას პროგნოზირებენ. ქობულეთში კლინიკა  ბომონდში 35  პაციენტს მკურნალობენ, მათ შორის კოვიდპაციენტები არიან რეანიმაციაშიც

რეანიმაციულ განყოფილებაში ადგილები აღარ არის ქობულეთის სამედიცინო ცენტრში. კლინიკაში გვეუბნებიან, რომ შემთხვევების რაოდენობა  ყოველდღიურად მატულობს. 

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში