ნიკოლოზ ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობას გამოეთიშა

18 იანვარი 2022, 12:40 1144 ნახვა

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობას გამოეთიშა.

29 წლის ბასილაშვილი სამოცდამეოთხედფინალში ბრიტანელ ენდი მარისთან 5 სეტში  1-6, 6-3, 4-6, 7-6, 4-6 დამარცხდა.

დაპირისპირება 3 საათსა და 55 წუთს გაგრძელდა და ნიკოლოზმა 99 უნებლიე შეცდომა დაუშვა როცა მის მეტოქეს ორჯერ ნაკლები ჰქონდა.
ვეტერანი ბრიტანელი მეორე წრეში იაპონელ ტარო დანიელს დაუპირისპირდება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში