ქედაში ადმინისტრაციულ ერთეულებთან დამაკავშირებელი გზები იწმინდება. ამ დროისთვის სოფლებთან დაკავშირება მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომანქანებითაა შესაძლებელი.
გზები მოყინულია, რაც გადაადგილებას აფერხებს. მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი 2 მეტრს აღწევს, დაბაში 60-80 სანტიმეტრია.
დიდთოვლობის გამო მაღალმთიან აჭარაში ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 1 კვირით გადადებულია. აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტში ამბობენ, რომ გზებზე ქვიშას ყრიან.
გაწმენდით სამუშაოებში კი 15 ერთეული ტექნიკაა ჩართული. მუნიციპალიტეტში აღდგა ელექტროენერგიის მიწოდება.