რთული კოვიდვითარება

17 იანვარი 2022, 20:09 998 ნახვა

კორონავირუსის ყველაზე მძიმე, მე-6 ტალღისთვის ემზადება ჯანდაცვის სისტემა. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ "ომიკრონის" შტამის გავრცელების გამო ყოველდღიური მაჩვენებელი ახლო მომავალში რეკორდულად გაიზარდოს.

სპეციალისტთა პროგნოზით, ვირუსის ახალი ვარიანტი ქვეყანაში აქამდე არსებული მონაცემების პიკს დაამყარებს. მათივე ვარაუდით, ინფიცირების დღიური შემთხვევები მანამდე არსებულ მაქსიმუმზე 3- ჯერ მეტი იქნება, თუმცა საბოლოოდ ეს მაინც მოქალაქეებზე იქნება დამოკიდებული.

პარალელურად დღეიდან ძალაში შევიდა თვითიზოლაციისა და კარანტინის ახალი ვადები.

უსიმპტომო და მსუბუქი შემთხვევებისთვის იზოლაცია მხოლოდ 8 დღეს ითვალისწინებს. ვადები იცვლება კოვიდინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფებისთვისაც.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი