ხულოს მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი 2 მეტრს აღწევს

17 იანვარი 2022, 15:40 1041 ნახვა

დიდთოვლობამ მაღალმთიან აჭარაში პრობლემები შექმნა. თოვლის საფარი მაღალი ზონის სოფლებში 2 მეტრს აჭარბებს. ორდღიანი გადაუდებელი თოვის შედეგად ჩაკეტილია შიდა სასოფლო გზები, შეფერხებებია ადმინისტრაციულ ერთეულებში მისასვლელ გზებზეც. საგზაო დეპარტამენტის ინფორმაციით, ცუდი ხილვადობისა და გადაუღებელი თოვის გამო  გაწმენდითი სამუშაოები გაძნელებულია. მოძრაობა შეფერხებულია  ცენტრალურ  მაგისტრალზეც.

დახმარების თხოვნით მოქალაქეებმა მიმართეს ადგილობრივ თვითმმართველობებში შექმნილ შტაბებს,   ზარები შევიდა 112-შიც. მაღალმთიანეთში პრობლემებია ელექტროენერგიის მიწოდების კუთხითაც. აბონენტების ნაწილს შუქი ამ დრომდე არ მიეწოდება, დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები. ქედაში, შუახევსა და ხულოში დიდთოვლობის გამო ბაღები ერთი კვირით გადაიდო, მეცადინეობა განახლდა სკოლებში,  თუმცა მოსწავლეთა დასწრება დაბალია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი