დილიდან თოვს ბათუმშიც. უხვი ნალექის გამო ქუჩებში გადაადგილება უჭირთ ქვეითად მოსიარულეებს, მოქალაქეები აცხადებენ, რომ ტროტუარები გაწმენდილი არ არის. რაც შეეხება ქალაქის ქუჩებს, საავტომობილო მოძრაობის შეფერხება ამ ეტაპისთვის არ ფიქსირდება.
მერიის ინფორმაციით, გაწმენდითი სამუშაოები დილიდან მიმდინარეობს. გამოწვევად რჩება ქუჩებზე გადასასვლელები, წყლები ეტაპობრივად ამოიტუმბება.