ამ დრომდე გადაუღებლად თოვს მთიან აჭარაში.თოვლის საფარი მაღალი ზონის სოფლებში 1 მეტრს აღემატება. დიდთოვლობის გამო ჩაკეტილია სოფლის შიდა გზები.
პრობლემებია კურორტ გოდერძიზე მიმავალ გზაზეც. ქედის, ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტების სოფლების ნაწილს შეფერხებულად მიეწოდება ელექტრო ენერგია. გადაადგილება ჭირს ბათუმი-ახალციხის ცენტრალურ გზაზე. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გაწმენდით სამუშაოებში ჩართულია 25 ერთეული მძიმე ტექნიკა, თუმცა რა ლოკაციებზე უწყებაში კომენტარი არ გაუკეთებიათ.