გიგა ჭიკაძემ UFC-ში პირველი ორთაბრძოლა წააგო

16 იანვარი 2022, 11:28 1400 ნახვა

ქართველმა მებრძოლებმა გიგა ჭიკაძემ UFC-ში მერვე ორთაბრძოლა გამართა და პირველი მარცხი განიცადა.

ჭიკაძეს აქამდე ყველაზე პრესტიჟულ ორგანიზაციაში ზურგს 7 გამარჯვება უმაგრებდა.

გამთენიოს გიგა ჭიკაძე ამერიკელ კელვინ კატარს დაუპირისპირდა და მსაჯების გადაწყვეტილებით 5 რაუნდიან დაპირისპირებაში დამარცხდა.

25 წუთიან ბრძოლაში მსაჯების გადაწყვეტილება შემდეგნაირად გადანაწილდა: 50:45, 50:45, 50:44.

შეგახსენებთ, რომ გიგამ UFC-ს ღონისძიების მთავარ ბრძოლაში მეორედ მიიღო მონაწილეობა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი