მედიამონიტორინგი

16 დეკემბერი 2016, 00:00 3523 ნახვა

გაეროს განვითარების პროგრამის და ევროკავშირის ხელშეწყობით ჩატარებული 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მედიამონიტორინგის თანახმად, არჩევნების გაშუქებისას შეიმჩნეოდა პოლიტიკური პროგრამების ანალიტიკური გაშუქების ნაკლებობა, პოლარიზების ტენდენციები მედიის გარკვეულ სეგმენტში და სიძულვილის ენის შემთხვევები. ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი იანოშ ჰერმანი მიიჩნევს, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების გაშუქება მედიაში იყო უფრო დაბალანსებული, ვიდრე 2012 წელს, თუმცა პროგრესთან ერთად აღინიშნა გამოწვევები, მათ შორის, პოლიტიკური პოლარიზება და სიძულვილის ენის გამოყენება. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მედიამონიტორინგი მიმდინარე წლის მაისიდან ნოემბრის ჩათვლით პერიოდში მიმდინარეობდა. მედიამონიტორინგმა ორმოცზე მეტი მედია საშუალება მოიცვა, მონიტორინგი საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიაზეც განხორციელდა, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ანგარიშის  თანახმად, აჭარის ტელევიზიამ  2012 წლიდან დღემდე, ყველაზე მაღალი პროგრესი აჩვენა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი