''ომიკრონი'' ყველას იპოვის - ფაუჩი

13 იანვარი 2022, 14:00 1304 ნახვა

ადრე თუ გვიან პლანეტის ყველა მცხოვრები ომიკრონ შტამით დაინფიცირდება - დარწმუნებული არიან  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში. 

ჯანმო-ს ევროპული ბიუროს დირექტორის ჰანს კლუგეს პროგნოზით, თუ ომიკრონით დაინფიცირების არსებული ტემპები შენარჩუნდება, მაშინ უახლოეს 6-8 კვირაში ამ შტამით ევროპის მოსახლეობის ნახევარზე მეტი დაავადდება.

ჯანმოს ეპიდემიოლოგის მარია ვან კერკჰოვეს თქმით, კორონავირუსული ინფექცია თანდათან ენდემური ხდება. მისი აზრით, ომიკრონი არ იქნება კოვიდ-19-ის ბოლო შტამი.   

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში