გერმანიაში კოვიდინფიცირების მორიგი ანტირეკორდი დაფიქსირდა

12 იანვარი 2022, 14:10 811 ნახვა

გერმანიაში კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა დღე-ღამეში 80 ათას 430-ით გაიზარდა, რაც მთელი პანდემიის პერიოდში რეკორდული დღიური მაჩვენებელია.

წინა ანტირეკორდი 25 ნოემბერს დაფიქსირდა, როდესაც დღეში ინფიცირების 75 ათას  961 შემთხვევა გამოვლინდა. კოვიდ-19-ით ბოლო  24 საათში 384 პაციენტი გარდაიცვალა.

გერმანიაში პანდემიის მთელი პერიოდის განმავლობაში დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 114 ათას  735-ს მიაღწია.

გერმანიის მოსახლეობის დაახლოებით 75%  ვაქცინის ერთი დოზით  არის აცრილი.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი