საქართველოს ნაკრებს მარტში ორი ამხანაგური მატჩი ელოდება

11 იანვარი 2022, 16:25 1057 ნახვა

2022 წლის მარტში ამხანაგურ მატჩებში საქართველოს ნაკრების მეტოქეთა ვინაობა გაირკვა. ვილი სანიოლის გუნდი 25 და 29 მარტს საერთაშორისო ამხანაგურ მატჩებს სტუმრად გამართავს.

  • 25 მარტს საქართველოს ნაკრები ბოსნია-ჰერცეგოვინას დაუპირისპირდება.
  • 29 მარტს საქართველო ალბანეთში ითამაშებს. ბოსნია-ჰერცეგოვინა-საქართველოსა და ალბანეთი-საქართველოს მატჩების მასპინძელი ქალაქები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

მარტში დაგეგმილი ორივე ამხანაგური შეხვედრა, უეფას ერთა ლიგის მოსამზადებელი ეტაპია. ვილი სანიოლის გუნდი უეფას ერთა ლიგის C4 ჯგუფში მიმდინარე წლის ივნისიდან სექტემბრის ჩათვლით, ბულგარეთს, ჩრდილოეთ მაკედონიასა და გიბრალტარს დაუპირისპირდება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში