მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა სასამართლო დავა მოიგო და ავსტრალიაში დარჩენის უფლება მოიპოვა, თუმცა ქვეყნიდან დეპორტაციას მაინც უპირებენ.
სერბეთის უფლებადამცველებმა წარმოადგინეს ავტორიზებული სამედიცინო დაწესებულებიდან ცნობა, რის საფუძველზეც ჯოკოვიჩი კორონა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას არ იკეთებს.
საქმე ეხება 5 იანვარს მომხდარ ფაქტს, როცა მსოფლიოს პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი მელბურნში, ავსტრალიის ღია პირველობაზე გამოსასვლელად ჩავიდა, რომელიც სტარტს 17 იანვარს იღებს.
ავსტრალიის საზღვრის დაცვის სამსახურმა ჩოგბურთელი აეროპორტში დააკავა და დაკითხვის შემდეგ მისი ვიზა იმ მიზეზით გააუქმა, რომ მას ვაქცინის დამადასტურებელი სამედიცინო ცნობა არ ჰქონდა.
სერბეთის პრეზიდენტმა ეს ფაქტი სპორტსმენზე ძალადობად შეაფასა.