მთავრობა და სპეციალისტები აუცრელ მოქალაქეებს ვაქცინის გაკეთებისკენ მოუწოდებენ, რადგან მათი თქმით, დაწყებულია ინფიცირების მორიგი ტალღის აღმასვლა, რაც სადღესასწაულო დღეებში გაზრდილ მობილობას უკავშირდება. ისევ ძალაშია დისტანციის დაცვა და პირბადის გამოყენება.
მეცნიერთა ნაწილი "ომიკრონის" შტამს გვირაბის ბოლოს სინათლეს უწოდებს, თუმცა ქართველი სპეციალისტების ნაწილი იმას ვარაუდობს, რომ ქვეყანაში იანვარი პანდემიის მთელი ისტორიის განმავლობაში ყველაზე მძიმე პერიოდი იქნება. ამიტომ ორჯერ აცრილებს ბუსტერით ვაქცინაციას ურჩევენ.
ამავე პროგნოზებით, მალე კორონავირუსის „ომიკრონ“ შტამმა „დელტა“ ვარიანტი მთლიანად უნდა ჩაანაცვალოს, რადგან სხვა ქვეყნების მაგალითებით, 2-3 დღეში ინფიცირებულთა რაოდენობა ორმაგდება.
საქართველო 2-3 კვირის ვადაში მიიღებს კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატ „პაქსლოვიდს“, ხოლო „მოლნუპირავირის“ უახლოეს კვირებში, რომელთა მიღებას პაციენტები ბინაზე მკურნალობის შემთხვევაშიც შეძლებენ.