გარესამყაროს მოწყვეტილი 15 ოჯახი

16 დეკემბერი 2016, 00:00 3280 ნახვა

 ამ  დრომდე გარესამყაროსაა მოწყვეტილი 15-მდე ოჯახი, სოფელ გეგელიძეებში, ჯალაბაშვილებსა და დოხოძეებში. მიზეზი საავტომობილო გზაზე განვითარებული მეწყერია.  ქედის საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლის ინფორმაციით, ამ უბნებში გაწმენდით სამუშაოებს ხელს უამინდობა უშლის. მეწყერია ჩამოწოლილი ათ  საცხოვრებელ სახლთან და  დაზარალებულები მეზობელთან აფარებენ თავს. ქედის გამგეობის ინფორმაციით, ოჯახებს დახმარებას გეოლოგიური დასკვნის შესაბამისად გაუწევენ  მანამდე კი სურვილის შემთხვევაში ქირით გაიყვანენ. თოვლის საფარი მაღალი ზონის სოფლებში 1 მეტრს აღწევს. გადაადგილება მხოლოდ ორხიდიანი ტრანსპორტითაა შესაძლებელი. მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.

ამავე კატეგორიაში