აშშ-ში კოვიდ-19-ით ინფიცირების აბსოლუტური ანტირეკორდი დაფიქსირდა

04 იანვარი 2022, 14:28 1072 ნახვა

აშშ-ში ერთ დღე-ღამეში პირველად მილიონზე მეტი კოვიდინფიცირებული გამოვლინდა - ეს აბსოლუტური რეკორდია. ეს ასევე მსოფლიო რეკორდიცაა-ამბობენ სპეციალისტები. 

ბოლო დღე-ღამეში  ათას 688 პაციენტი გარდაიცვალა.  სულ პანდემიის პერიოდში აშშ-ში კოვიდ-19-ით 56 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, გარდაიცვალა 827 ათას 7 ადამიანი.

კოვიდ-19-ის ახალ შემთხვევათა ზრდა ქვეყანაში კორონავირუსის ომიკრონის შტამის გავრცელებასთან არის დაკავშირებული. 

აშშ-ი კვლავინდებურად პირველ ადგილს იკავებს მსოფლიო კოვიდინფიცირების რეიტინგში.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში