აშშ-ში დიდთოვლობამ 5 ადამიანი იმსხვერპლა. ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთი უშუქოდაა დარჩენილი. ყველაზე ცუდი სიტუაცია მერილენდში, ვირჯინიასა და ქვეყნის დედაქალაქშია.
ვაშინგტონში თოვლის გამო გადაიდო ათობით ავიარეისი, დაიკეტა სკოლები და ფედერალური დაწესებულებები. ქალაქში 17 სანტიმეტრამდე ნალექს ელოდებიან.
კომუნალური სამსახურები ქარბუქს ძლივს უმკლავდებიან. დიდთოვლობის გამო ქვეყნის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თვითმფრინავიდან ჩამოსვლა ვერ შეძლო.