საქართველოში, ახალი წლის ღამეს, პიროტექნიკის გამოყენების შედეგად 27 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი ავრცელებს.
მათივე ცნობით, თბილისში 8 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია. 6 პირს კი სხეულის სხვადასხვა მიდამოს დაზიანების გამო ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.
რეგიონებში პიროტექნიკით დაზიანების 19 შემთხვევა დაფიქსირდა, კლინიკაში გადაიყვანეს 13 პაციენტი.