სპორტსმენების დაჯილდოვება

29 დეკემბერი 2021, 14:50 968 ნახვა

აჭარის სპორტის დეპარტამენტმა გასული წელი შეაჯამა და 2021 წლის საუკეთესო სპორტსმენები და მწვრთნელები დააჯილდოვა. დაჯილდოებულთა უმრავლესობა ბერძნულ-რომაული და თავისუფალი სტილით მოჭიდავეები არიან, რომლებმაც სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში არაერთ ტურნირზე წარმატებით იასპარეზეს და საერთო ჯამში აჭარას სამასამდე სხვადასხვა სინჯის მედალი მოუტანეს. მათ შორის არიან, მსოფლიო ჩემპიონატების პრიზიორები ლაშა გობაძე და რამაზ ზოიძე, ევროპის ჩემპიონი შმაგი ბოლქვაძე. ძალისმიერ სამჭიდში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი თემურ სამხარაძე. დაჯილდოვდნენ ასევე პარასპორტსმენები და სპორტული ჟურნალისტები. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი გოგი მურვანიძე საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარემ თომას ბახმა სპეციალური ორდენით დაჯილდოვდა, რომელიც ვეტერან ჟურნალისტს აჭარის ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარემ ჯონი ცივაძემ გადასცა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი