შავი ზღვა ოქროსფერი გახდა. ეკვატორიაში სანაპირო ტერიტორიამ ყვითელი ფერის სხვადასხვა ელფერი მიიღო. ასეთი მოვლენის მიზეზი გახდა ქვიშა, რომელმაც შტორმის დროს ზღვის ფსკერიდან წყლის ზედაპირისკენ გადმოინაცვლა. იგი დიდხანს არ ილექება და ამიტომაც აკვატორიის ზედაპირს ღია-ყვითელ ფერს აძლევს. ივლისში გელენჯიკის სანაპიროებთან შავ ზღვაში წყალი წითლად შეიღება. მიზეზი გახდა ის ფაქტი, რომ წყლის მაღალი ტემპერატურა მაკროფიტი წყალმცენარეებისთვის ხელსაყრელ გარემოდ იქცა. იანვარში ზღვა დუღდა ოდესაში. მსგავსი ეფექტი ჰაერისა და წყლის ტემპერატურების სხვაობამ გამოიწვია. ოდესაში ძლიერი ყინვების პირობებში ზღვის წყლის ტემპერატურა ნულზე მაღალი იყო, რამაც შავ ზღვაზე ორთქლი წარმოშვა.