ჩერნოგორიაში შეიარაღებული კაცი ბანკის აფეთქებით იმუქრება

28 დეკემბერი 2021, 18:20 1204 ნახვა

ჩერნოგორიაში შეიარაღებული მამაკაცი ბანკის აფეთქებით იმუქრება. ქალაქ ბარში თავდამსხმელი ენ-ელ-ბის ბანკის ფილიალში შეიჭრა, რომელიც მრავალბინიან სახლშია განთავსებული. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით,  თავდამსხმელმა  მანამდე მან იუ-თუბზე ვიდეოვიმართვა გამოაქვეყნა და ბანკისგან ერთ-ერთი საწარმოს თანამშრომლებისთვის 12 წლის  განმავლობაში დაკავებული თანხის პროცენტებით დაბრუნება მოითხოვა.  მისი თქმით, ბანკმა მათი  ეს თანხა მიითვისა.  თავდამსხმელის თქმით, ასაფეთქებლების გარდა, მას  პისტოლეტი, ჯავშან ჟილეტი და  აირწაღი აქვს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი