რუსეთ-უკრაინას შორის დაძაბულობა

26 დეკემბერი 2021, 12:01 1330 ნახვა

უკრაინის მახლობლად ჩატარებული წვრთნების შემდეგ 10 000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი მუდმივი დისლოცირების ადგილს უბრუნდება. მედიის ცნობით,  წვრთნები „უკრაინის მახლობლად მდებარე რამდენიმე რეგიონში, მათ შორის ყირიმში, როსტოვსა და ყუბანში“ ჩატარდა. შეგახსენებთ, უკრაინის საზღვრებთან ათასობით რუსი ჯარისკაცის განლაგებამ კიევსა და დასავლეთის ქვეყნებში შეშფოთება გამოიწვია, რადგან გაჩნდა ეჭვი, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ თავდასხმას აპირებდა. რუსეთი ამ გეგმას უარყოფს და აცხადებს, რომ შეუძლია, საკუთარ ტერიტორიაზე ჯარი ისე გადაადგილოს, როგორც ამას საჭიროება მოითხოვს. სხვადასხვა შეფასების თანახმად, უკრაინის საზღვრებთან 60 000 - დან 90 000 -მდე რუსი ჯარისკაცია მობილიზებული.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში