ბიზნესმენი მერაბ ფარტენაძე არასამთავრობო ორგანიზაცია „კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის” ხელმძღვანელის მერაბ ღოღობერიძის ბრალდებას პასუხობს. ამბობს, რომ რამდენიმე დღის წინ მომხდარი ინციდენტის შედეგად დაზარალებული თავადაა და არა მერაბ ღოღობერიძე. მისი თქმით, ღოღობერიძესთან ბინის მეპატრონე თამუნა კახიძე თანმხლებ პირებთან ერთად იყო მისული, ღოღობერიძემ კი მათ კარები ჩაუკეტა და თავისუფლება აღუვეთა, რის შემდეგადაც პოლიცია იქნა გამოძახებული. მისივე თქმით, მერაბ ღოღობერიძემ მას ფიზიკური შეურაცჰყოფა მიაყენა. ბიზნესმენი ამბობს, რომ ღოღობერიძის ბრალდებები აბსურდულია და ის ვერ დაამტკიცებს, რომ მისი მხრიდან შანტაჟი და მუქარა ხორციელდება.