ბათუმის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო. ბულვარის ნაცვლად წელს ნაძვის ხე ევროპის მოედანზე განათავსეს. ტერიტორიაზე შეკრებილი ადამიანების განწყობაზე ადგილობრივი, ასევე მოწვეული მომღერლები და სახალხო არტისტები ზრუნავდნენ. საახალწლო ღონისძიებები 7 იანვრის ჩათვლით ყოველდღიურად გაიმართება.