დიდთოვლობა მაღალმთიანეთში

15 დეკემბერი 2016, 00:00 3140 ნახვა

მაღალმთიან აჭარაში ინტენსიურად თოვს, თოვლის საფარმა მაღალი ზონის სოფლებში ორ მეტრს გადააჭარბა.  უამინდობამ პრობლემები შექმნა, როგორც ელექტრო ენერგიის ასევე გადაადგილების კუთხითაც.  “ენერგო პრო ჯორჯიას” ინფორმაციით ელექტრო გადამცემი ხაზების დაზიანების გამო დენი არ მიეწოდება  სოფელ დიდაჭარას, ასევე  ნაღვარევისა  და წყალსაყრის თემებს.  ამ დრომდე მოძრაობა შეზღუდულია მაღალი ზონის  თითქმის ყველა სოფელში. აჭარის საგზაო დეპარტამენტის ინფორმაციით დილიდან დაიწყო გზებზე გაწმენდითი სამუშაოები. სასწავლო პროცესი შეუფერხებლად მიმდინარერეობს საჯარო სკოლებში, თუმცა ბავშვების გამოუცხადებლობის გამო სააღმზრდელო პროცესი შეჩერებულია დიდაჭარის, დიოკნისის, ღურტისა და ხიხაძირის ბაგა-ბაღებში.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი