დაბზარული კორპუსი ანგისაზე

25 დეკემბერი 2021, 11:58 1878 ნახვა

ბათუმში, ანგისის პირველი შესახვევის N21 -ში მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ. მათი განცხადებით, საცხოვრებელ სახლში ცხოვრება შეუძლებელია, რადგან ჩამონგრევის საფრთხე არსებობს. ამიტომ წუხელ შენობა  დატოვეს. საუბრობენ გაუმართავ საკანალიზაციო სისტემაზეც.  აჭარის მაუწყებელი დაუკავშირდა ბათუმის მერიის პრესსამსახურს, სადაც გვითხრეს,  რომ აღნიშნული საცხოვრებელი სახლი ექსპლუატაციაში არ არის და მანამდე მერია პასუხისმგებლობას ვერ აიღებს.  კითხვაზე, შეამოწმებენ, თუ არა კორპუსის მდგრადობასა და უსაფრთოებას,  ამაზეც ანალოგიურად გვიპასუხეს, რომ მერიას შენობა არ ჩაუბარებია. 

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში