ვეტერანთა ტურნირი მინიფეხბურთში

23 დეკემბერი 2021, 19:31 1180 ნახვა

მინი-ფეხბურთში ვეტერან ფეხბურთელთა შორის ტურნირი ბათუმის დინამოს კაპიტნების გენო მენაბდისა და გური ჩავლეიშვილის ხსოვნას მიეძღვნა. შეჯიბრებაში, რომლის ორგანიზატორის აჭარის რეგიონალური მინი-ფეხბურთის ფედერაცია და აჭარის სპორტის დეპარტამენტი იყო, ბათუმის დინამო, ხელვაჩაურის მაჭახელა, ფოთის კოლხეთი, ლანჩხუთის გურია, ოზურგეთის მერცხალი და ბათუმის დინამო 2 მონაწილეობდნენ. ლანჩხუთის გურიას რიგებში თამაშობდა საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი დავით კვირკველია, რომლის გუნდმაც მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ოზურგეთის მერცხალი პენალტების სერიაში დაამარცხა. პირველი ადგილი კი ხელვაჩაურის მაჭახელამ დაიკავა, რომელმაც გადამწყვეტ შეხვედრაში ფოთის კოლხეთს მოუგო. გამარჯვებულები და პრიზიორები გენო მენაბდისა და გური ჩავლეიშვილის ოჯახის წევრებმა დააჯლდოვეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი