არჩილ ჩიქოვანი ბონი-გოროდოკის მოსახლეობას შეხვდა. ბათუმის მერიის ინფორმაციით, ისაუბრეს სოციალურ, ინფრასტრუქტურულ და სხვა ყოფით საკითხებზე. მერიაში აცხადებენ, რომ მოსახლეობასთან ამ ტიპის კომუნიკაცია არის ეფექტური გზა ბიუჯეტირების ნაწილში პროექტებისა და პროგრამების დაგეგმვის მიმართულებით. ინფორმაცია და ვიდეო მასალა ბათუმის მერიამ მოგვაწოდა.