ამერიკამ კორონავირუსის სამკურნალო აბ "Paxlovid"-ს ავტორიზაცია მიანიჭა

23 დეკემბერი 2021, 01:15 1300 ნახვა

ამერიკის შეერთებული შტატების სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) ფარმაცევტული კომპანია "Pfizer-ის" მიერ წარმოებული კოვიდ-19-ის სამკურნალო აბები გადაუდებელი გამოყენებისთვის დაამტკიცა.

ეს კორონავირუსის სამკურნალო პირველი ავტორიზებული ტაბლეტია, რომელსაც ინფიცირებული მას შემდეგ მიიღებს, რაც დაუდასტურდება კორონავირუსი და გამოუვლინდება სიმპტომები.

მედიკამენტის მიღება  ექიმის დანიშნულებით მოხდება.

"Pfizer"-ის ახალი კვლევის თანახმად, აბები ჰოსპიტალიზაციის ან გარდაცვალების რისკს 89%-ით ამცირებს.მათივე განცხადებით პრეპარატი არ არის ვაქცინაციის შემცვლელი და ვაქცინაცია ვირუსთან საბრძოლველად კვლავ მნიშვნელოვანია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში