თურქული ლირა განაგრძობს გაუფასურებას, ქვეყნის ეროვნული ვალუტა დღეს კიდევ 6%-ით გაიაფდა და დოლართან მიმართებაში მისმა ღირებულებამ 17,38 ლირა შეადგინა. გასულ ხუთშაბათს თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა საპროცენტო განაკვეთი 15%-დან 14%-მდე შეამცირა. ჯერ კიდევ იანვარში ერთი ამერიკული დოლარი 7,4 ლირა ღირდა, ერთი წლის განმავლობაში თურქული ვალუტა 55%-ით გაიაფდა, თანაც ღირებულების მხოლოდ 37% ბოლო თვეში დაკარგა.წამყვანი