"ბათუმმა" საქართველოს საკალათბურთო "სუპერლიგის" მერვე ტურის შეხვედრაში გასვლაზე "ცხუმ-აფხაზეთი" დაამარცხა.
ბათუმის საკალათბურთო კლუბმა მეტოქეს 5 ქულიანი სხვაობით 88-83 სძლია და სეზონში მეოთხე გამარჯვება მოიპოვა.
ბათუმელთა მხრიდან ორმაგი დუბლი ბექაურმა მიითვალა. მის ანგარიშზე 19 ქულა და 10 მოხსნა იყო.
ამ დროისთვის "ბათუმი" გათამაშების ცხრილში 12 ქულით მეხუთე ადგილზე იმყოფება.
ბერიშვილის გაწვრთნილი გუნდი შემდეგ შეხვედრას 23 დეკემბერს შინ "ტიტების" წინააღმდეგ გამართავს.