ანრი და კახა ,,ოცნების ქალაქის“ პირველი მობინადრეები იქნებიან

17 დეკემბერი 2021, 20:06 6439 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე ე.წ. ოცნების ქალაქის კომპლექსს 11 წლის ანრისთან და 15 წლის კახასთან ერთად ესტუმრა და ბავშვებთან ერთად ის ბინა დაათვალიერა, რომელიც მათ 2022 წლის დასაწყისში გადაეცემათ, - ინფორმაციას ამის შესახებ აჭარის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ბავშვები ბათუმის ახალ საფეხბურთო სტადიონს  ესტუმრნენ. ისინი ფეხბურთის გულშემატკივრები არიან  და ბათუმის "დინამოს" აკადემიაში ისწავლიან.

ბავშვებს მამა ავარიაში, ხოლო დედა კორონავირუსით 1 თვის წინ გარდაეცვალათ. ოჯახი ოცნების ქალაქში ცხოვრობდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში