ხულოში ისევ თოვს

14 დეკემბერი 2016, 00:00 3047 ნახვა

მაღალმთიან აჭარაში კვლავ ინტენსიურად თოვს. თოვლის საფარი მაღალი ზონის სოფლებში ორ მეტრს აღწევს. ელექტრო გადამცემი ხაზების დაზიანების გამო დენი არ მიეწოდება ხულოსა და შუახევის 200-მდე აბონენტს. როგორც კომანია “ენერგო-პრო ჯორჯიაში”'' აცხადებენ,  დილიდან მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. რაც შეეხება გზებს აჭარის საგზაო დეპარტამენტის განცხადებით თემებთან მისასვლელი გზები უკვე გაწმენდილია და დილიდან დაიწყო შიდა სასოფლო გზების გაწმენდაც. თუმცა მაღალი ზონის უმეტეს სოფელში ამ დრომდე შეზღუდულია გადაადგილება.  შეფერხებებია  წყალსაყრის, შუბნის, დღვანის და ოლადაურის ადმინისტრაციულ ერთეულებში. მაღალმთიან აჭარაში რამდენიმე მონაკვეთზე მეწყრული პროცესებიც განვითარდა. 

ამავე კატეგორიაში