განმეორებითი მეწყერი ქედაში

10 მაისი 2016, 00:00 4242 ნახვა

სოფელ ტაკიძეებში მეწყრული პროცესები გრძელდება. ადგილობრივების ინფორმაციით, დამხმარე ნაგებობების შემდეგ საფრთხე უკვე ალიშანიძეების სახლს ემუქრება. მათ დღეს  გამგეობისგან ალტერნატიულ ფართზე შეთავაზება მიიღეს. ხელისუფლება დაზარალებულ ოჯახს სამ ვარიანტს სთავაზობს. მათი თქმით დავით დუმბაძე საცხოვრებლად დაბა ქედაში არსებული ეკომიგრანტთა საცხოვრებელ სახლში  40 კვადრატულ მეტრ ფართს, მეზობელ სოფელში არსებულ საუკუნოვან ხის სახლს ან 25 ათას ლარს სთავაზობს. მრავალწევრიანი ოჯახი ალტერნატიული საცხოვრებლის სახით გაცილებით დიდ ფართს ითხოვს. ამ დროისთვის სოფელში მცხოვრები 6 ოჯახი ახლობლებთან ცხოვრობს. 

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში