თურქეთ-სომხეთის ორმხრივი ურთიერთობის აღდგენის მორიგი მცდელობა

14 დეკემბერი 2021, 20:36 666 ნახვა

თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის საჭირო ნაბიჯების განსახილველად ორივე მხარე სპეციალურ წარმომადგენლებს დანიშნავს –  თქვა,  თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ.მისივე თქმით, თურქეთმა და სომხეთმა შესაძლოა  განაახლონ ჩარტერული რეისები სტამბოლსა და ერევანს შორის. სომხეთის საგარეო უწყება კი აცხადებს, რომ სომხეთი, ისევე როგორც ადრე, მზადაა თურქეთთან ურთიერთობის ნორმალიზების პროცესისთვის წინაპირობების გარეშე, რაც ოფიციალური ერევნის ხელისუფლების პროგრამაშია გაწერილი.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში