მოსკოვში, 3+3 ფორმატის შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო საქართველოს დროშა, რაც ჩვენთვის მიუღებელია - საგარეო უწყება

13 დეკემბერი 2021, 18:29 1058 ნახვა

10 დეკემბერს მოსკოვში, 3+3 ფორმატის შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო საქართველოს დროშა, რაც ბუნებრივია ჩვენთვის მიუღებელია, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს კომუნიკაციის დირექტორატის ინფორმაციაშია ნათქვამი.

მათივე განმარტებით, საქართველო 3+3 ფორმატში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს.

"ქართულმა მხარემ არაერთხელ დააფიქსირა საკუთარი მკაფიო პოზიცია 3+3 რეგიონულ ფორმატთან დაკავშირებით, რომ არ განვიხილავთ აღნიშნულ ფორმატში საქართველოს მონაწილეობას. 10 დეკემბერს მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო საქართველოს დროშა, რაც ბუნებრივია მიუღებელია ჩვენთვის და რაზეც გვქონდა შესაბამისი დიპლომატიური არხების მეშვეობით რეაგირება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი