''ლანჩხუთი'' ქალთა ლიგის ჩემპიონია

12 დეკემბერი 2021, 19:39 1748 ნახვა

საქართველოს ქალთა საფეხბურთო ლიგის ჩემპიონი ''ლანჩხუთი'' გახდა. ჩემპიონატის დასკვნით ტურში ''ლანჩხუთმა'' ''კოლხეთი'' მიიღო და 2-1 დაამარცხა.

თუმცა ლანჩხუთელებს ჩემპიონობა რამდენიმე ტურით ადრე უკვე განაღდებული ჰქონდათ. ''ლანჩხუთმა'' დასრულებულ სეზონში ჩემპიონობა ისე მოიპოვა, რომ თამაში არ წაუგიათ.

კლუბს მომავალ წელს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები ელოდება.

შეგახსენებთ, რომ ''ლანჩხუთი'' პირველი ქართული კლუბია რომელიც 2020 წელს ჩემპიონთა ლიგის ძირითადად ეტაპზე გავიდა და 32 საუკეთესო კლუბს შორის მოხვდა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში