კლასიკური მუსიკის ფესტივალი გაიხსნა ბათუმში. პირველ საკონცერტო დღეს ახალგაზრდა მუსიკოსები წარსდგნენ მაყურებლის წინაშე და ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად შეასრულეს საკონცერტო ნომრები. მანამდე ისინი “მომავლის ვარსკვლავების“ პროექტში მონაწილეობდნენ და სხვადასხვა კონკურსზე მიიღეს ლაურეატისა და პრიზიორის სტატუსი. კონცერტის დაწყებამდე გამოფენა გაიმართა, სადაც ახალციხის სამხატვრო სკოლის აღსაზრდელთა ნამუშევრები გამოიფინა. ისინი გასული წლის გრან-პრის მფლობელები არიან. საფესტივალო კვირეულის ფარგლებში სამი კონცერტი ჩატარდება ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიური ორკესტრის თანხლებით და 3 კონცერტი ინდივიდუალური სოლო პროგრამით. საქართველოს ხელოვანთა კავშირის “ხელოვანები მომავლისთვის“ ორგანიზებით “ფესტივლიდან ფესტივალამდე“ წელს მეთოთხმეტედ იმართება.