სატელეფონო საუბარი ჯო ბაიდენსა და ვლადიმერ ზელენსკის შორის

10 დეკემბერი 2021, 09:57 897 ნახვა

აშშ-ის პრეზიდენტი უკრაინის პრეზიდენტს  ტელეფონით ესაუბრა. უკრაინის ლიდერის პრესსამსახურის ცნობით, უკრაინისა და შეერთებული შტატების პრეზიდენტებს შორის საუბარი საათნახევარი გაგრძელდა. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი აცხადებს, ბაიდენმა პრეზიდენტ ზელენსკისთან ისაუბრა  მისი სამიტის შესახებ რუსეთის პრეზიდენტთან.

პრეზიდენტმა ზელენსიკიმ ბაიდენთან შეხვედრის შესახებ Twitter-ზე დაწერა: "აშშ-ის პრეზიდენტმა გამაცნო ვლადიმერ პუტინთან მისი დიალოგის შინაარსი. ჩვენ ასევე განვიხილეთ დონბასში კონფლიქტის მოგვარების შესაძლო ფორმატები. შევეხეთ უკრაინის შიდა რეფორმების მიმდინარეობას", - დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა.

პრეზიდენტმა ბაიდენმა გამოხატა შეერთებული შტატებისა და ჩვენი ევროპელი მოკავშირეების ღრმა შეშფოთება უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიულ ქმედებებთან დაკავშირებით და ცხადყო, რომ შემდგომი სამხედრო ინტერვენციის შემთხვევაში აშშ და ჩვენი მოკავშირეები მკაცრი ეკონომიკური და სხვა ზომებით უპასუხებენ, - ამის შესახებ ნათქვამია აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტებს, ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ ზელენსკის შორის გამართული სატელეფონო საუბრის შესახებ თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში