‘’ხელმისაწვდომი გარემო ყველასათვის’’, ‘’დაიცავით ჩემი უფლებები’’ ‘’ჟესტური ენა სასკოლო პროგრამებში’’ - ამ და სხვა ტრანსფარანტებით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა ბათუმში მსვლელობა გამართეს. მათი თქმით, ქალაქი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ადაპტირებული არ არის და აუცილებელია, რომ მათთვის საჭირო სერვისებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდოს.