ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარედ 14 ხმით, თენგიზ ირემაძე აირჩიეს.
ირემაძე საკრებულოს, მხოლოდ "ქართული ოცნების" წევრების მხარდაჭერით, უხელმძღვანელებს მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში.
ხმის მიცემის პროცესში მონაწილეობა არ მიიღეს ,,გახარია-საქართველოს'' წევრებმა, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები კი პროტესტის ნიშნად სხდომას არ ესწრებოდნენ.